შსს–მ ნარკორეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა–მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების ცხრა ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება
შემდეგი სტატიარუსთავში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა