შსს–მ ნარკოდანაშულისთვის ერთი პირი დააკავა – ამოღებულია “კლეფედრონი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიAxios: აშშ ზელენსკისგან მოითხოვდა დონბასის დაუყოვნებლივ დათმობას
შემდეგი სტატიათბილისსა და რუსთავში მძღოლებისა და სადაზღვეოებისთვის ფულის გამოძალვისთვის ორ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა