შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ქ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა