შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული უ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ „პუნქტ სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა ნაძვის ხე იმ თეატრის წინ დადგეს, რომელიც 3 წლის წინ დაბომბეს
შემდეგი სტატიაის, ნივთიერება დასახელდა, რომელიც აქციაზე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს – საგანგებო ბრიფინგი სუს–ში