შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრები-ბესელია ადასტურებს, რომ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან განიხილა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს