შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.ვ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 0,18 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ვ.-ს ნარკოტიკული საშუალება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა : ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს უზარმაზარ გავლენას მსოფლიოზე
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა : აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება