შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ოლეგ გ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 აბი მეთადონის მარილი და 14 აბი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიოსმა ძალოვნებმა როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში 2 ახალი ბაღი გაიხსნა