შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ გახსნილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის შედეგადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

მისივე თქმით, სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის, 589.86 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის – 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის რვა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, მისივე თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

„პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს და მათი მიზანია მაქსიმალურად შეამცირონ ნარკოტიკის გავრცელება.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს