შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბაკურიანში ერთი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ნატალია ბ. ბაკურიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნატალია ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კუთვნილი ავტომანქანით ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – მეტამფეტამინი ამოიღო. დაკავებულს შემოწმებისას ნარკოთრობა დაუდგინდა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ჯერ მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაიმდენად გაიხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ფატალური შეცდომა დაუშვა