შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული 22,83 გრამი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7271 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თ.მ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს