შსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

როგორც შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ, ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.

“არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ. ასევე არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხუბუტია მისი და ბიძინა ივანიშვილის გაფლანგული მილიონების კვალს ეძებს და გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიამათ ეშიანიათ არ ჩავიდე რეგიონებში და ხალხი არ გამოვიყვანო – მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის