შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

უწყებაში გამოძიების შედეგების მიხედვით, მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო” – აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს, მომხდართან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული