შსს-მ მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა და ექსპლეატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მატარებლის მემანქანემ საყვირით გზიდან გადასვლის თაობაზე გაფრთხილება მისცა, თუმცა მან სარკინიგზო ხაზზე გადასვლა ვერ მოასწრო.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 55 წლამდე მამაკაცია. მისი ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმაც დაასრულეს.

banner
წინა სტატიაში,,მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს”
შემდეგი სტატიალილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი “გეზ 2”-ის წინააღმდეგ