შსს-მ მარნეულში ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს
დაბადებული ა.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ
კირაჩმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7,13 გრამი ჰეროინის
შემცველი 52,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ. დაკავებისას ოპიუმის
ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშისაქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
შემდეგი სტატიახახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობენ