შსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “აიტექნიკსის” ​გაქურდვას ცდილობდა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში”ხინკლის სახლში” კრიმინალური პოლიციის ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიასოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ორი ვერტმფრენი ჩაერთო