შსს-მ ლევან მექვაბიშვილის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო

შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ლევან მექვაბიშვილი თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული, BMW-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა.

განცხადებაში ნათქვმია, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის დროს ლევან მ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს.

“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე, ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული, BMW-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები.

ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიარ მაქვს ილუზია, რომ ამ საქმეს რეალურად გამოიძიებენ – აკაკი მინაშვილი პაპუაშილის საქმეზე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს – უშიშროების საბჭოს მდივანი