შსს-მ ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს გუშინ ღამით დაესხნენ. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და გამოკვლევებს უტარებენ. თორდიას თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობას ეხება, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

თორდიას განცხადებით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

banner
წინა სტატიაშითავს ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, დამესხა – ლაშა თორდია
შემდეგი სტატია(video) ეს იყო ფარცხალაძის პირადი ანგარიშსწორება