შსს-მ ლაგოდეხში მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თავის მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ა.გ-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად გადაჭრილი თოფი ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაში15 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატია15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება