შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა

შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა

კორცხელი2შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

უწყება განმარტავს, რომ 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, ვისთანაც მუშაობა შეიძლება