შსს-მ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

„კოსტავას გამზირზე პირველადი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს“, – აცხადებს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.

banner
წინა სტატიაშიმთავარი არხის ცნობით, საპატრიარქოში ფილმ And Then We Danced-ის გამო საგანგებო თათბირი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“წადი იქით”- დავით ბერძენიშვილის კინოთეატრ “ამირანთან” გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა