შსს-მ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა-გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

banner
წინა სტატიაშირუსთავში, ერთ-ერთ სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს
შემდეგი სტატიამთავრი პროკურორის მოადგილე პრეზიდენტს პასუხობს