შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ა.ს. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

ა.ს.-ს ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას – დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები

banner
წინა სტატიაში“საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად”
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ