შსს-მ ხაშურში ქურდობის ფაქტები აღკვეთა – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი: 1994
წელს დაბადებული ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული ა.ღ. და 1986 წელს დაბადებული
ვ.ქ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით
დადგინდა, რომ ლ.ბ.-მ და ა.ღ.-მ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი
ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ორივე შემთხვევის
ადგილზე დააკავა.
სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ვ.ქ.
ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე
განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების
სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის
19-177 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ავტოვარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს