შსს-მ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით,პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით
ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით
დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და
კოდეინის მარილს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია -სპორტული აქტივობები, რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინს დღეს ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ