შსს-მ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

region
ავტ.: region აგვისტო 22, 2019 11:27

შსს-მ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ი.ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

region
ავტ.: region აგვისტო 22, 2019 11:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics