შსს-მ გურჯაანში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული შ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „MAUZER-WERKE A.G.OBERNDORF“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიარესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიამ ჩაანაცვლა