შსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

news
ავტ.: news მარტი 11, 2016 11:37 განახლებულია

შსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ოზურგეთის რაიონში 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიგო გ., 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა მ., 1983 წელს დაბადებული ზვიად ბ. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ., 1992 წელს დაბადებული მამია გ., 1945 წელს დაბადებული დავით ღ.; ჩოხატაურის რაიონში – 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ დ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მირზა ს., 1986 წელს დაბადებული იმედა დ.; ლანჩხუთის რაიონში – 1945 წელს დაბადებული გაიდარ ც. დააკავეს, 1993 წელს დაბადებული მიხეილ ჩ. კი სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებში ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები და
სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაქურდეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

news
ავტ.: news მარტი 11, 2016 11:37 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics