შსს-მ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორში სოფელ ზედგულეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, გორში სოფელ ზედგულეთში პარტიის მხარდამჭერი სცემეს. პარტიის მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.
”სოფელ ზედგულეთში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი”, – აცხადებენ პარტიაში.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიანოდარ ხადურმა პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა