14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

შსს-მ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,  2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიკოსი: ისლანდიის რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: “ოცნება” ბანდის სისტემით მმართველობაზეა გადასული- თანამდებობები კონკრეტულ ადამიანებზე იჭრება