შსს-მ გორის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ჯონი კ. გორის რაიონის სოფელ რუისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჯონი კ-ს საცხოვრებელი სახლიდან, “ა-კა-ეს”-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, “პარაბელუმის” მოდელის 2 პისტოლეტი, “ვალტერის” სისტემის 2 პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაში“წითელ ხიდზე” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიასაქსტატის მონაცემით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,6 პროცენტი შეადგინა