შსს-მ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (+ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ.
ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე
მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ
შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ეს უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ – ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება”
შემდეგი სტატიამარიხუანის მოხმარების ლეგალიზება – კობა დავითაშვილი და საინიციატივო ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ