შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

banner
წინა სტატიაშიკალაძის პირველი დღე მერიაში
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა