შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 31 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

banner
წინა სტატიაშითბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება
შემდეგი სტატიაჯანელიძე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა