შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბექა ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,2699 გრ ბუპრენორფინის  შემცველი, ნარკოტიკული საშუალების 34 აბი და 6 შეკვრად დაფასოებული, 3,5608გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,9044 გრ ჰეროინს შეიცავს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბექა ლ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით მიმდინარეობს.
banner
წინა სტატიაში„მოსახლეობას მოვუწოდებ, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებს“
შემდეგი სტატია2017 წლისთვის, თბილისში, 13 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება