შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ტოფიკ ს. თბილისში დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 50,2533 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, ასევე, “მეტამფეტამინი” ამოიღეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოფიკ ს-მ ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს “ოპიუმის” ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით) მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაში„რუსულ პოლიტიკას სჩვევია, სტაფილოს ნაჭერი დაგანახოს, ამავე დროს, დიდი ჯოხი ჰქონდეს მომარჯვებული”
შემდეგი სტატიაშსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა