შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ს.კ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 159 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.კ.-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(FOTO) ცხოვრება ალეპოს ნანგრევებში
შემდეგი სტატია3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა საქართველოში