შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი ამოიღო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი და 0,51664 გრამი ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშითბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწორებული ვარიანტი თბილისის მერიაში უკვე წარადგინეს
შემდეგი სტატიაპრემიერი პატრიარქს – თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო აუცილებლობა