შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის
რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ს.ვ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის
ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მისი ზურგჩანთიდან, 20
შეკვრად დაფასოებული, 11,6797 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად
ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 7,3933 გრამ ჰეროინს
შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაინიშნება თუ არა დავით ნარმანია ელჩად – თბილისის მერის პასუხი