შსს-მ “ევროპული საქართველოს” პრესცენტრის წარმომადგენელი გაათავისუფლა

ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური
გაერთიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ამავე პარტიის
წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს
შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.
პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე
დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი
სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის
მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება შეშინებულია,ეს შეუქცევადი პროცესია,აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით
შემდეგი სტატიაოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა