შსს-მ ძარცვის ფაქტი გახსნა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირა ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8-12 იანვარს
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო გზებზე კვლავ შეზღუდვებია