შსს-მ დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ქ. ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული 3 პისტოლეტი და 45 ვაზნა, ხოლო მისი კუთვნილი სამონადირეო მაღაზიიდან – „სტრანგერის“ მოდელის ორი სანადირო თოფი, მარკირებისა და ნომრის გარეშე, ასევე, 224 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ 6 თვით უხანგრძლივებს
შემდეგი სტატიათოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები რჩება