შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სს-ს თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრად დაფასოებული 8,29806 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპრტიზის დასკვნით 0,87174 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით მამუკა ნ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრა სავარუდოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება
შემდეგი სტატიამტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა