შსს-მ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.როგორც სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე, იქნა მიღებული, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ავარიის მეორე დღეს, ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ქვარაია: “ზუგდიდი არის, დარჩება და იქნება ქალაქი!”
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა