(ექსკლუზივი) შსს-მ ჭალადიდში სპეცოპერაცია ჩაატარა

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია 35 წლის გიგა ჯიშკარიანი. დაჭრილის დედამ  მომხდარის შესახებ დეტალები ,,თაიმერს” უამბო.

,,მე და ჩემი შვილი კარტოფილს ვრგავდით. ამ დროს დაურეკა ბიძაშვილის ბავშვმა და უთხრა დახვედროდა ქუთაისის მარშუტკას, რომელსაც  გამოატანა ფლეშკა, მობილური ტელეფონის დამტენი და სიგარეტი. ჩემი შვილი დასახვედრად წავიდა. მარშუტკასთან რომ მივიდა იმ წამსევე მოხდა მისი დაკავება. გაქცევა სცადა, რა დროსაც მოხდა გასროლა. როგორც ვიცი ოცამდე  გასროლა იყო. რის შედეგად ჩემი ვაჟი დაიჭრა. ახლა იგი ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული”- აცხადებს გიგა ჯიშკარიანის დედა.

აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ,,თაიმერმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვა. როგორც უწყებაში განაცხადეს  ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების  დროს დაიჭრა ერთი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ ფაქტზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაქცია ხულოში – ჰესისა და გვირაბის მშენებლობამ სოფელს პრობლემები შეუქმნა
შემდეგი სტატია(video+foto) რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა გაიხსნა