შსს-მ ცესკოსთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამი აქტივისტი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამი აქტივისტი დააკავა. მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ედავება.

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების აქცია ცესკოსთან 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურთ, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. სამი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური ალტერნატივა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა