შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1961 წელს დაბადებული ვ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 1986 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

სამართალდამცველებმა, ი.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ი.გ.-ს ვ.ტ.-მ გადასცა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კდოექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია“ენმ” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს