შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ს.ბ. მუხრანში დააკავეს.

მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვაში ედება.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “აკმ“-ის
მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა
ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა გრძელდება​
შემდეგი სტატიაგედი ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია, როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება