შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ლ.ა., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2
ნაწილით).

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა შს მინისტრის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება