შსს-მ ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ვ. ა.-ს ბრალი ედება რუმინეთის საბაჟო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისობაა- დედაქალაქში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
შემდეგი სტატიათბილისობასთან დაკავშირებით ქუჩებში შეზღუდვები მოქმედებს