შსს-მ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 1940 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიასოფელ ველისციხეში ხანძარს 40 წლის ქალი ემსხვერპლა